logo_geo
გიორგი კაკაურიძე: 2020-2021 წლებში თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდა არ იგეგმება
- +

4 ოქტომბერი. 2019. 23:56

 

„2020-21 წლებში თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდა არ იგეგმება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

გადაცემაში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პარამეტრები და პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტშია წარდგენილი. დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანმა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე დაინტერესდა, თამბაქოს იმპორტზე აქციის ზრდის გრძელვადიანი გრაფიკის შემუშავება რა ეტაპზეა.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ის აღნიშნულ პროცესში უშუალოდ ჩართული არ არის, თუმცა სავარაუდოდ არც 2020 და არც 2021 წელს აქციზის განაკვეთი არ გაიზრდება, რადგან ამის რესურსი არ არსებობს.

 

„სამუშაო ვერსია [თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდას გრძელვადიანი გრაფიკი] იმპორტიორებთან იყო გაგზავნილი. სამწუხაროდ, თავად არ ვარ ჩართული ამ პროცესებში. როგორც ვიცი, მათგან იყო გარკვეული ინიციატივა, რომ კონკრეტული განაკვეთები ყოფილიყო შემოთავაზებული. სამუშაო ვერსია მათთანაც იყო გაგზავნილი იმის შესახებ, ჩვენ რას ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ვალდებულებების შესრულება რომელიც გვაქვს [ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში]. ამ ვალდებულებებს იმ პერიოდში ალბათ ვერ შევასრულებთ და უფრო გრძელვადიან პერიოდს მოვითხოვთ მათ შორის ევროკავშირთან, თუმცა საბოლოო ჯამში შეჯერებული პოზიციით იქნება. მაგრამ აქციზის მიმართულებით მომავალ წელს დამატებითი ზრდის რეალურ რესურსს ვერ ვხედავთ და ვფიქრობ, რომ არც 2020 და არც 2021 წელს დამატებითი ზრდა არ იქნება“, – განუმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორს“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი