logo_geo
ვაჟა ბერიძე:საქართველოს არაკორუმპირებული მთავრობა ჰყავს
- +

8 ოქტომბერი. 2019. 01:01

 

 

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ საქართველოს არაკორუმპირებული მთავრობა ჰყავს. ახლა, ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანაა მართლმსაჯულებისადმი ნდობის ამაღლება, რაც დღეს, ასაკმარისია. 

 

 

ანალიტიკოსის აზრით, საჭიროა მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ საქმეების აღძვრის პრეცედენტები შეიქმნას, თუ კი, მსგავსი ფაქტები იარსებებს. 

 

 

"ჩვენ, მოქალაქეებმა და ანალიტიკოსებმა, ოპოზიციამაც, რასაკვირველია, უნდა ვაკრიტიკოთ მთავრობა, ვაკრიტიკოთ დაუნდობლად, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა მთავრობის პოზიტივი საჭიროა უეჭველად შევინარჩუნოთ. ივანიშვილის პერიოდის მთავრობები და თავად ივანიშვილი ებრძოდა და ებრძვის კორუფციას. ივანიშვილი რეაგირებს თეორიულად გამოჩენილ საფრთხეებზე, ასე იყო ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, ასე იყო ე.წ. „კახური კლანის“ მიმართ, ასე იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არასამთავრობოებისა და მედიის მიერ დაფიქსირებული სავარაუდო კორუფციული ასპექტების წარმოჩენისას, რასაც მინისტრ ალავიძის გადაყენება მოჰყვა. ამის შემდეგ საქმეში ერთვება მართლმსაჯულება და აქ საზოგადოების აღქმაა, რომ ასეთი საქმეები  პრინციპულად არ გამოიძიება და ბოლომდე არ მიდის. მაგრამ ისიც საქმეა, რომ პროცესია ღიაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართევლოს ჰყავს არაკორუმპირებული მთავრობა. თუ უფრო ლიტერატურული ქართულით ვიტყვით, – არაკორუფცირებული მთავრობა, რაც უდაო მიღწევაა. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრის მიმართ საზოგადოების აღქმა მათი კორუმპირებულობის შესახებ, არ არსებობს", -  განაცხადა ვაჟა ბერიძემ bfm.ge -სთან ინტერვიუში.

 

 

მისივე შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ქვედა დონეებზე და პრინციპში, მთლიანობაში, მიღწევები ჰქონდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობასაც, თუმცა, მმართველობის ბოლო 3–4 წლის განმავლობაში, თავიდან ვერ აირიდა მასშტაბური ელიტური კორუფცია.

 

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ-კონგის შემდეგ, საქართველო სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა. 2019 წლის პირველი ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა. კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას.  

 

 

big_banner
არქივი