logo_geo
ნორბერტ ფიბიგი: გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სტუმრობით
- +

8 ოქტომბერი. 2019. 12:06

 

„გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და თბილისში სტუმრობით. ეს დასტურდება ციფრებითაც -  მაგალითად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოში 65,000 ადამიანი ჩამოვიდა, წელს კი, ჩვენი ვარაუდით, რიცხვი 100 000-მდე გაიზრდება,“ - განაცხადა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფიბიგმა საქართველო - გერმანიის ბიზნესშეხვედრის შემდეგ, რომელიც გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.

 

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით ახლაც მაღალია, არსებობს შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი.

 

 

 

big_banner
არქივი