logo_geo
ევროპის ბაზარზე მოთხოვნადი 10 პროდუქტიდან, რომელი იწარმოება საქართველოში
- +

8 ოქტომბერი. 2019. 22:45

 

ევროპის საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობები საქართველოს მხრიდან ჯერ კიდევ აუთვისებელია, თუმცა დინამიკა დადებითია და პროცესები ნელა ვითარდება, - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG -ის კვლევაში. 

 

ორგანიზაციამ წარმოადგინა ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ტოპ-10 საიმპორტო პროდუქტი, რომელთა შორის დასახელებული კულტურები საქართველოში არსებობს. მათ შორის, აღსანიშნავია სოიო, რომლის იმპორტმაც ევროკავშირის ქვეყნებში, 5 წლის განმავლობაში, თითქმის 32 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასევე, საყურადღებოა სიმინდისა და თამბაქოს ნედლეულის მაღალი საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირში.

 

პროდუქტებს შორის ლიდერობს ყავა, რომლის იმპორტმა 2013-2017 წლებში, თითქმის, 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყავისგან და პალმის ზეთისგან განსხვავებით, რომლებიც საქართველოში არ იწარმოებაქართველი ფერმერებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს თითქმის ყველა დანარჩენი პროდუქტის იმპორტიდამატებით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტზე ორიენტირება ქვეყანაში პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობაა,-ნათქვამია კვლევაში.

 

PMჩG-ის ინფორმაციით, საქართველოს გაცხადებული გეზიც ევროპისკენაა და ევროკავშირიც ცდილობს შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხოს ჩვენს სწრაფვას.

 

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რითიც საქართველომ მიიღო გარკვეული უპირატესობები სხვა იმპორტიორებთან შედარებით. მაგრამ საქართველოს მხრიდან ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ აუთვისებელია“, - აღნიშნულია კვლევაში.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი