logo_geo
გიორგი გახარია: საქართველო პირდაპირ ფრენებს 50-მდე წერტილში ახორციელებს
- +

9 ოქტომბერი. 2019. 01:00

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტიანი და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ქვეყანაში, ტურისტების რაოდენობა მაქსიმალურად სწრაფად გაიზარდოს. ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან, დღეს კი, ქვეყანა პირდაპირ ფრენებს დაახლოებით 50 წერტილში ახორციელებს.  

 

„ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს, სადაც პირდაპირი ფრენებია. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტიანი და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა შემდგომშიც გამოვიყენებთ. სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე, არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, მოსკოვში მის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი