logo_geo
აზერბაიჯანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 6.8 %-ით გაიზარდა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 11:34

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს აზერბაიჯანიდან 1 169 831 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 6.8 %-ით აღემატება. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, საიდანაც საქართველოს 1 205 974 ვიზიტორი ეწვია.

 

რაც შეეხება ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯულ თანხებს. 2018 წლის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის 55% მეზობელ ქვეყნებზე მოდის. 24.9%-იანი წილით პირველ ადგილზე აქაც რუსეთია. 8.3 %-ით კი აზერბაიჯანი მეოთხეა.

 

 

big_banner
არქივი