logo_geo
ნათია თურნავა: ექსპორტის 11-პროცენტიანი ზრდა აჩვენებს, რომ საექსპორტო ბაზარს სწორი მიმართულებით ვავითარებთ
- +

21 ოქტომბერი. 2019. 16:06

 

 

„საქართველოს ეკონომიკური მოდელი არის ორიენტირებული ქართული წარმოების, პირველ რიგში, საექსპორტო წარმოების განვითარებაზე“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

„მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკით ჩანს, რომ ექსპორტი 11 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი შემცირებულია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სწორი მიმართულებით ვავითარებთ საექსპორტო ბაზარს. ჩვენი საექსპორტო ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია“, - განაცხადა თურნავამ.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოჰყვა.

 

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები). ამასთან, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 620.1 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი