logo_geo
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დესპანი: ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ ნიჭს და გამოცდილებას იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ვაჭრობა
- +

22 ოქტომბერი. 2019. 12:37

 

„ვფიქრობ, ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ ნიჭს და ტრადიციულ გამოცდილებას იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ვაჭრობა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დესპანმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მე პირველად ჩამოვედი საქართველოში და როგორც საელჩომ მითხრა, აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ ნიჭს, საკუთარ ტრადიციულ გამოცდილებას იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ვაჭრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძალიან კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები იმისათვის, რომ მოხდეს მეტი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. არაერთი ჩინური კომპანიაა საქართველოში, რომელიც მრავალ სფეროში საქმიანობს, საქართველო ქმნის მარშრუტს ევროპასა და აზიას შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი აუცილებლად მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში, გამოიყენონ მისი უნიკალური სატრანსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა ლიუ ჰუიმ.

 

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა“ და „რედისონში“ გაიმართება. თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს მესამედ იმართება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი