logo_geo
ბექა ლილუაშვილი: ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გასაღების ბაზარი, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს
- +

25 ოქტომბერი. 2019. 01:18

 

ბიზნესის კეთების რეიტინგი ასახავს ბიუროკრატიის ხარისხს, რომელიც არსებობს კონკრეტულ ქვეყანაში, ბიზნესის დაწყებისა და ოპერირებისთვის, თუმცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ისეთი გარემოებები, როგორიცაა მაგალითად გასაღების ბაზარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს.

 

საუბარია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე და ამგვარი შეთანხმების მიღწევის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ეს არის მსოფლიო ბაზრის ფაქტობრივად ერთი მესამედი, რომელსაც ჩვენ გავხსნით სატარიფო საზღვრების გარეშე. შესაბამისად, გასაღების ბაზრების მიმართულებით ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები სახეზეა. მთავარია, ბიზნესს ამ შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების საშუალება მივცეთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც რეიტინგებში არ აისახება, თუმცა მიზნობრივად კონცენტრირებული უნდა იყოს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრაზე, რომლებიც დასაწყისისთვის კერძო სექტორისთვის ნაკლებად მიმზიდველია.

 

სახელმწიფო ამ მხრივ განაგრძობს მხარდაჭერას და ყველა ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება და კონკრეტულად ამ რეიტინგში არ აისახება, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზოგადად ბიზნესგარემოს განვითარებისთვის“,  - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი