logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმას, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 22:34

 

 

პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,  წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს, რისი დაძლევაც უჭირს ბიზნესს.

 



ის უდიდეს სტიმულს აძლევს ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას და არის ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი გარანტი და დამზღვევი ყველა იმ დარგში სადაც ამის საჭიროება უდგას ქვეყანას. ამას არაერთი მასშტაბური პროექტი ადასტურებს და ახლა მათ რიცხვში შედის წყალტუბოს რეაბილიტაცია. ეს მასშტაბური პროექტი რეგიონის განვითარების წინაპირობა გახდება და ძალიან მალე მოახდენს გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე“-  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი