logo_geo
ბიძინა ივანიშვილი "პანორამა თბილისსა" და სასტუმრო "პარაგრაფს" 30% და 50%-იანი ფასდაკლებით ჰყიდის
- +

4 ნოემბერი. 2019. 21:20

 

 

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, 120 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების სასტუმრო "პარაგრაფი" ნახევარ ფასში, 60 მლნ $-ად გაასხვისოს. ხოლო ყბადაღებული პროექტი - "პანორამა თბილისი" 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Entrepreneur Georgia -სთან ინტერვიუში საუბრობს. 

 

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით, ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ მშენებარე რვავე სასტუმრო ერთადერთი პირობით – მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დროში არ უნდა შეფერხდეს, მაქსიმალური ვადა კი, 2 წელია, ასევე, დამტკიცებული პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს.

 

 

" ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, ვაქვეყნებთ მის კონკრეტულ შეთავაზებას ბიზნესისადმი, რომლებზეც ინტერვიუში დეტალურად აღარ ისაუბრა. 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას დამატებით გეგმავს იმ ექსკლუზივებში, რაზეც ინტერვიუში ნაწილობრივ ისაუბრა.

 

იმავდროულად, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიმე ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილის მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს.

 

რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ პროექტს, მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში ითქვა – გაწეული ხარჯების მკაცრი აუდიტი ", - აღნიშნულია ინტერვიუს ბოლოს P.S. -ში.

 

როგორც ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, დიდი სიამოვნებით გაიცნობს ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებს, ვინც უნდა შექმნას ხვალინდელი საქართველოს ძლიერი და კონკურენტული ეკონომიკა. მზადყოფნას გამოთქვამს მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და მხარი დაუჭიროს განვითარებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი