logo_geo
რა რისკები შეიძლება ახლავდეს მინიმალური ხელფასის დადგენას
- +

7 ნოემბერი. 2019. 21:26

 

ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტის პაატა ბაირახტარის განცხადებით, მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ ინიციატივას რამდენიმე გარდაუვალი რისკი ახლავს. ესენია: სამუშაო ადგილების შემცირება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, შავი ბუღალტერია.

 

 

როგორც ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა,  მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ იდეაში,  თეორიულად ცუდი არაფერია, მაგრამ, რეალურად, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა და სტრუქტურა.


 „ როდესაც მინიმალურ ზღვრებს ვაწესებთ ხელფასთან დაკავშირებით,  ეს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური პროცესებიდან უნდა მომდინარეობდეს. თუ ჩვენ მეწარმეს, ბიზნესმენს ვუწესდებთ, რაღაც რეგუალციას, ის დგება სამი არჩევანის წინაშე: პირველი – გაათავისუფლოს თანამშრომლების რაღაც ნაწილი და იქიდან გამოთავისუფლებული თანხებით , დარჩენილებს გაუზარდოს ხელფასი იმ დონეზე, რა დონეზეცაა დარეგულირებული. მეორე – მან გაზარდოს ფასები პროდუქტსა და მომსახურებაზე, რაც ყველასთავის ცუდია. მესამე- აწარმოოს შავი ბუღალტერია, ანუ, თანამშრომლები გააფორმოს კანონის გვერდის ავლით, რააც ასევე ცუდია ქვეყნის ეკონომიკისა და ბიუჯეტისთვის. ეს არის ის პრაქტიკულად გარდაუვალი რისკები , რომელსაც აღნიშნული ინიციატივა გვიქადის“, – განაცხადა ბაირახტარმა.

 

საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.

 

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია.

 

ასევე, კანონპროექტი თამაავტორები არიან: დამოუკიდებელ მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“, მეტროს პროფესიული კავშირი „ ერთობა 2013“ და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანებამ, ექთნებმა, მეტალურგებმა და სხვა დარგების წარმომადგენლები.

 

კანონის ინიციატორები არიან დეპუტატები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გელა მიქაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჯინჭარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნატო ჩხეიძე.

 

big_banner
არქივი