logo_geo
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
- +

15 ნოემბერი. 2019. 11:31

 

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა“, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.

 

ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ გამოაცხადეს.

 

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ-ია.

 

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს მიიღეს. სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი