logo_geo
გიორგი გახარია: რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკაში, ბიუჯეტი ეხება ყველას და ყველაფერს
- +

15 ნოემბერი. 2019. 20:42

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს,


მთავრობის მეთაური დღეს, მმართველ უმრავლესობასა და ეკონომიკურ გუნდს შეხვდა, სადაც საუბარი  მხოლოდ ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო.

 

„2020 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით გავიდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

big_banner
არქივი