logo_geo
გიორგი გახარია: ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა
- +

29 ნოემბერი. 2019. 23:46

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა, რაც ბიზნესთან თანამშრომლობით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ეფექტიანი პროექტების შედეგი იქნება.

 

"ჩვენ დავაფიქსირებთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობას, რომელსაც ბიზნესი აიღებს თავის თავზე რომ შექმნის. ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელია, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა, მიუხედავად ამისა, მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად წყნარად, მშვიდად, უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე უფრო მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ იმ მსგავს ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ დღეს", - აცხადებს გიორგი გახარია.

 

მისივე თქმით, თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეების ღირსეული მედიატორი იყოს, იმისთვის რომ ეს პროექტები საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე მიიყვანონ, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

 

დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტიანად შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ არის - სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათა შორის, ოქტომბერში, მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%. 10 თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ზრდა 5.1%. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი, განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში რომელიც არსებობს და რომელიც არ არის სრულად ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ, იმისთვის, რომ ბიზნესს მივცეთ საშუალება უფრო ძლიერად ოპერირებდეს. ჩვენთვის მთავარი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სრულად არის დამოკიდებული კერძო სექტორზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი კომპონენტი არის კერძო ბიზნესი და მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შეუქმნას კომფორტული ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ჰქონდეს უფრო მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ აიღო ვალდებულება აღნიშნულ პროექტში არასდროს იქნება 100-ზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება. დღეის მდგომარეობით, გაკეთებულია 117 საინვესტიციო შეთავაზება, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი