logo_geo
ე.წ. წყნეთის აგარაკებზე დღეს აუქციონი გამოცხადდება
- +

23 დეკემბერი. 2019. 18:12

 

მთავრობის პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ე.წ. წყნეთის აგარაკებზე აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თურნავას თქმით, ე.წ. წყნეთის აგარაკები, რომელიც წლების მანძილზე სახელმწიფოს ბალანსზე იყო, მიმზიდველი ობიექტია.

 

მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ ობიექტზე შესაძლოა, საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს.

 

„თქვენ იცით, რომ სამი კვირის წინ ჩვენ ახალი, უპრეცედენტო პროექტი გავუშვით. ეს არის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“. 100 და 100-ზე მეტი აუქციონი ტრიალებს ელექტრონულად. პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და ახლა დღეს ვამატებთ ახალ საინტერესო, მიმზიდველ ობიექტს. ეს არის ე.წ. წყნეთის აგარაკები, რომელიც წლების მანძილზე იყო სახელმწიფოს ბალანსზე. ეს არის იმდენად მიმზიდველი ობიექტი, რომ აქ შეიძლება, საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი. სამხარაულის ექსპერტიზის შეფასებით, 57 მილიონი ლარი არის საწყისი ღირებულება. საინვესტიციო ვალდებულება მიჰყვება ამ ობიექტს“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

big_banner
არქივი