logo_geo
ვაშინგტონი მზადაა, ირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს
- +

9 იანვარი. 2020. 12:58

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა, თეირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაეროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილი იყო თავდაცვის ზომა.

 

წერილის თანახმად, აშშ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა „თავიდან აიცილოს, რომ საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ირანის რეჟიმთან ესკალაციით“.

 

წერილში ასევე წერია, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ზომებს საკუთარი პერსონალისა და ინტერესების დასაცავად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი