logo_geo
საქართველოდან ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 0.8%-ით შემცირდა
- +

20 იანვარი. 2020. 16:39

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით მეტია.

 

მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – 12.4% მეტი, ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს – 0.8%-ით ნაკლები.

 

იმპორტს რაც შეეხება, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით იყო წარდგენილი, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,  მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეს - სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ აშშ დოლარის იმპორტით.

 

big_banner
არქივი