logo_geo
საქართველოს მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 30 მილიონი ისესხა
- +

21 იანვარი. 2020. 18:47

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 2020 წლის 21 იანვარს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 70 550 000 ლარი შეადგინა.

 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.300 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.452 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

 

big_banner
არქივი