პოლიტოლოგი და ეკონომიკის ისტორიის მკვლევარი თორნიკე ჩივაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ეკონომიკის ზრდა გამოგონილი და ფასადური იყო.
როგორც “Post tv” - ის ეთერში თორნიკე ჩივაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა, მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტში ფიქსირდებოდა.
„მითია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო. მშპ-ში ჩანდა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა, არავინ საუბრობდა რა ხდებოდა ამ ეკონომიკური ზრდის შიგნით,“ - განაცხადა თორნიკე ჩივაძემ.