logo_geo
ბიტკოინის ფასი $10 ათასს გადასცდა
- +

10 თებერვალი. 2020. 13:05

 

 

 

ბიტკოინის კურსმა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ $10-ათასიანი ზღვარი გადალახა. ინფორმაცია კრიპტობირჟა „Coindesk“-ზეა ხელმისაწვდომი.

 

2020 წლის დასაწყისიდან, ბიტკოინის კურსი 20%-ით გაიზარდა. 14 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 8600 დოლარს აჭარბებდა.

 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20 000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

 

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი