logo_geo
საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
- +

12 თებერვალი. 2020. 13:50

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.

 

მათივე ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633 201 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363 614 შეადგინა, რაც 57 675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით – ზრდა +18.9%.

 

2020 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან:

 

აზერბაიჯანი – ზრდა +34.9%

სომხეთი – ზრდა +17.5%

რუსეთი – ზრდა +1.1%

თურქეთი – ზრდა +16.6%

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა.

 

2020 წლის იანვარში ტურისტთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

 

ისრაელი +57.3%

საუდის არაბეთი +49.8%

ყაზახეთი +44.8%

ქუვეითი +44.6%

 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრდა +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

big_banner
არქივი