logo_geo
„სოკარ ჯორჯია გაზი“ საქართველოში 150 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ქსელს ყიდულობს
- +

12 თებერვალი. 2020. 15:32

 

 

„სოკარ ჯორჯია გაზი“ დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე, ჯამში 150 კილომეტრის სიგრძის მილსადენებს შეიძენს.

 

უძრავ ქონებაში, რომელიც კომპანიას პირდაპირი შესყიდვის ფორმით გადაეცა, „სოკარ ჯორჯია გაზი“ 6 154 370 ლარს გადაიხდის.

 

მთავრობის განკარგულებით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

 

big_banner
არქივი