logo_geo
თბილისში ყავის ქარხანა „მეამა“ გაიხსნა
- +

12 თებერვალი. 2020. 23:23

 

 

თბილისში ყავის მაღალტექნოლოგიური ქარხანა - „მეამა“, გაიხსნა. ის ერთადერთი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც ყავის ორივე - ამერიკანო და ესპრესოს ფორმატის კაფსულებს ერთდროულად აწარმოებს.

 

„მეამას“ ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და 2019 წელს საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვა.

 

ამჟამად, ყავის 15 სხვადასხვა ნაზავი აქვთ, მათ შორის – 2 უკოფეინო. ბრენდის მთავარი კონცეფცია პროდუქტისა და მომსახურების იდეალური თანხვედრაა.

 

 „მეამაში“ ფიქრობენ, რომ მაღალი ხარისხის გარდა, თავად ყავის მომზადების პროცესიც კომფორტული უნდა იყოს.

 

„მეამა“ მხოლოდ საქართველოში არ გაიყიდება. ქარხნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დამფუძნებლებს სურთ, რომ მსოფლიო ბრენდი გახდეს.

 

გვინდა, ჩვენი პროდუქტები ექსპორტზე გავიტანოთ – საწარმო აღჭურვილია ევროპული დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აცხადებენ ქარხანაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი