logo_geo
სებასტიან მოლინეუსი საქართველოს მთავრობას: სიღარიბის მაჩვენებლის კლებით შეგიძლიათ იამაყოთ
- +

14 თებერვალი. 2020. 14:00

 

 

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მთავრობას ულოცავს, რომ თავისი ძლიერი მმართველობით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უმკლავდება. ამის შესახებ სებასტიან მოლინეუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

შედეგებს რომ გადავავლოთ თვალი, 90-იან წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 40%- აღემატებოდა, 2014 წლისთვის კი, საქართველოში ეს მაჩვენებელი 35%-მდე დაეცა, გასული წლის მონაცემი 20%- ოდნავ აღემატება. ამით შეგიძლიათ, იამაყოთ. საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ ასეთ პერიოდში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა. მინდა, მივულოცო მთავრობას, რომ თავისი ძლიერი მმართველობით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უმკლავდება“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი