logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წელს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიიდან 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა მივიღოთ
- +

18 თებერვალი. 2020. 01:47

 

 

„ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მზარდია და ეს ასე გაგრძელდება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატურ ჰოლში, როგორიც არის სათავგადასავლო ტურიზმი და სამედიცინო ტურიზმი,  2021 წელს კი ქვეყანა იქნება კულტურის პარტნიორი საკონვენციო მიმართულებით.

 

„2022 წელი არის ის წელი, როცა საქართველო არის ყველგან, არის გერმანიაში, საერთაშორისო არეალზე, ბილბორდებზე, ელექტრონულ პლატფორმებზე, ტელევიზიაში, რადიოში და მაშინ, როცა ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც მაგალითად ჩავა გერმანიაში, ყველგან ნახავს საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მისი თქმით, მთავარი მისია არის ის, რომ გაიზარდოს საშუალო ღამისთევის რაოდენობა 6-7 ღამემდე, გაიზარდოს საშუალო დანახარჯი 1 მოგზაურზე, დაბალანსდეს სამიზნე ბაზრები ისე, რომ მინიმუმ 30 პროცენტი იყოს ისეთი ბაზრები, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, კორეა, იაპონია და სხვ. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წელს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიიდან 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შემოვიდეს.

 

გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB Berlin-ი საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტურიზმის სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმოდგენლები.

 

 

big_banner
არქივი