logo_geo
2025 წლისთვის მთავრობა ტურიზმიდან 6.6 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება
- +

18 თებერვალი. 2020. 11:01

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2025 წელს ქვეყანამ 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა მიიღოს.

 

მისივე თქმით, მთავარია, გაიზარდოს საშუალოდ ღამისმთეველთა რაოდენობა 6-7 ღამემდე, გაიზარდოს საშუალო დანახარჯი 1 მოგზაურზე და დაბალანსდეს სამიზნე ბაზრები ისე, რომ მინიმუმ 30 პროცენტი ტურისტების ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან კორეიდან და იაპონიიდან შემოვიდეს.

 

ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატურ ჰოლში, როგორიც არის სათავგადასავლო ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, 2021 წელს კი ქვეყანა იქნება კულტურის პარტნიორი საკონვენციო მიმართულებითაც.

 

 

big_banner
არქივი