logo_geo
ნათია თურნავა ბელარუსში ელექტროტრანსპორტის წარმოებას გაეცნო
- +

19 თებერვალი. 2020. 00:50

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ჰოლდინგ „ბელკომუნმაშსა“ და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ბელკომუნმაშის“ საწარმოში ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ელექტროავტობუსების წარმოებას გაეცნო. ბელარუსულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოებისა და მომავალში საქართველოს ქალაქებში ბელორუსული წარმოების ელექტროავტობუსების გამოჩენის სურვილი გამოთქვა.

 

19 თებერვალს ნათია თურნავა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

big_banner
არქივი