იტალიური საფეხბურთო კლუბის „რომა"-ს ნახევარმცველს ლორენცო დი ლივიოს მარიხუანის მოხმარებისთვის 5-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
20 წლის ფეხბურთელს დოპინგზე შესამოწმებელი ტესტით მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა.
დისკვალიფიკაციის გარდა, ლორენცო დი ლივიოს 378 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.