logo_geo
რაგბის მსოფლიო კავშირი ქუთაისის მერიას მადლობას უხდის
- +

22 ივლისი. 2017. 19:36


რაგბის მსოფლიო კავშირი ქუთაისის მერიას რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოდ ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.


„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერისათვის, რაც გამოხატეთ 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოში. ტურნირი წარმატებული გამოვიდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით იმ მომსახურებით, რაც გუნდებს გაეწიათ.

 

ჩვენ მივიღეთ ოფიციალური პასუხები იმ გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემპიონატში. სიამოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ მათი შეფასება ძალიან პოზიტიურია.

 

ქალაქმა ქუთაისმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ტურნირის წარმატებულად ჩატარებაში. ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით იყო ორგანიზებული. იმ გუნდებს რომლებიც თვქენს ქალაქში იმყოფებოდნენ, მათ თბილი დახვედრა მოუწყვეს.

 

ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ტურნირი თქვენს ქალაქში ხელს შეუწყობს რაგბის კიდევ უფრო პოპულარიზებას და განვითარებას, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ თქვენს ქალაქს ხელეწიფება ჩაატაროს დიდი სპორტული საერთაშორისო შეჯიბრებები",- ნათქვამია ბილ ბეაუმონტის მიერ ქუთაისი მერიისთვის გამოგზავნილ წერილში.






 

big_banner
არქივი