logo_geo
„მილანმა“ კახა კალაძე ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში შეიყვანა!
- +

27 ივლისი. 2017. 02:54





იტალიური „მილანისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე „მილანის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში შეიყვანა. კახა ისეთი ვარსკვლავების გვერდით დგას როგორებიც პაულო მალდინი, ანდრეი შევჩენკო, რიკარდო კაკა და სხვები არიან.


როგორც „როსონერის" ოფიციალურ საიტზე წერია, კალაძე „მილანს" 2001 წელს კიევის „დინამოდან" ანდრეი შევჩენკოს რეკომენდაციის საფუძველზე შეუერთდა და მას შემდეგ ქართველი ფებურთელი გუნდის ნამდვილ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.


კახა კალაძეს „მილანის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 284 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც მან 13-ჯერ მოახერხა გოლის გატანა. „როსონერიში" გატარებული 9 წლის შემდეგ კახას მონაგარი სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია.






წყარო: footballnews.ge

 

 

 

big_banner
არქივი