logo_geo
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
- +

6 აგვისტო. 2017. 00:13


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 დაამარცხა.


შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69).


საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კიდევ ორ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი ლიტვიდან სამშობლოში დღესვე გამოფრინდება. თბილისში გუნდს ზაზა ფაჩულია შეუერთდება.


8 აგვისტოდან ნაკრები კვლავ განაახლებს ვარჯიშს. 11-13 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი თბილისის მერიის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ორჯერ დაუპირისპირდება ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს.


ამის შემდეგ კი ევრობასკეთისთვის მზადების ფარგლებაში ჩვენი კალათბურთელები მესამე ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთში გაფრინდებიან და აკროპოლისის თასის ტურნირში იასპარეზებენ.


 

big_banner
არქივი