logo_geo
აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილი ბელგიური საფეხბურთო სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ჯაკობია გახდა
- +

18 აგვისტო. 2017. 03:13


 

ლაშა ჯაკობია ცნობილი ბელგიური საფეხბურთო სააგენტოს, Vision foot-ის ინტერესებს საქართველოში 3 წლის განმავლობაში წარმოადგენდა. ზაფხულიდან კი ბელგიელებისთვის უფრო დიდ არეალში იმუშავებს - ამიერიდან ის კომპანიისთვის ახალი, საინტერესო ფეხბურთელების ძიებას აღმოსავლეთ ევროპაშიც შეუდგება.


„სამი წელია, რაც როჯერ ანგოტესა და მისი შვილის, მარტინ ანგოტეს სააგენტოსთან ვთანამშრომლობ და საქართველოში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ვიყავი. ეტყობა, ნდობა გაჩნდა და მცირე ხნის წინ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში Vision foot-ის წარმომადგენლად დამნიშნეს. პირველი ტრანსფერი უკრაინელი რომან იარემჩენკოს ბელგიურ "გენტში" გადასვლა იყო. ამ გუნდში თუ ითამაშებ, გრანდებამდე ერთი ნაბიჯია", - ამბობს ჯაკობია.


ბელგიურ "გენტში" რომან იარემჩუკი ცნობილმა უკრაინულმა გუნდმა, კიევის "დინამომ" გაუშვა -თავდამსხმელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ბელგიელებმა კი კიეველებს 2 მილიონ ევრო გადაუხადეს.


Vision foot-ის პარტნიორი ფეხბურთელების სია შთამბეჭდავია: სხვადასხვა დროს კომპანიასთან თანამშრომლობდნენ "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მცველი დანიელ ვან ბუიტენი, ბელგიის ნაკრების წევრები - "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა, "მანჩესტერის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი და თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, "ევერტონის" ნახევარმცველი კევინ მირალასი, მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი იანიკ კარასკო.


 

 

big_banner
არქივი