logo_geo
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91 დაამარცხა!
- +

6 სექტემბერი. 2017. 00:45


 

„ევრობასკეტზე" საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91დაამარცხა.


ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.


ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველომ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველი შეხვედრა „თელ-ავივ არენაზე" 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველომ დაძაბულ მატჩში ლიტვა 79:77 დაამარცხა. 2 სექტემბერს კი გერმანიის ნაკრებთან 57:67 დამარცხდა.


დაძაბული აღმოჩნდა 2 სექტემბერს საქართველო-უკრაინის შეხვედრა. „თელ-ავივ არენაზე" გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 7 ქულით დამარცხდა(81:88).


6 სექტემბერს საქართველოს მეტოქე იტალია იქნება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.


ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქვეყანა - ისრაელი, რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობს. ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი, მომდევნო ეტაპის საგზურს ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.


ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა სტამბოლში გაგრძელდება.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი