logo_geo
გურჯაანელი მკლავჭიდელი ვასო იმერლიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
- +

7 სექტემბერი. 2017. 00:16


უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში 18 წლის გურჯაანელმა ვასო იმერლიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ის +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელში ასპარეზობდა.


ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო გიორგი მელიქიშვილმა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედლები მოიპოვეს ირაკლი ზირაქაშვილმა და ბეთქილ ონიანმა. დავით არაბულმა (+90კგ) და შალვა ზურაბაშვილი (65კგ) ვერცხლის მედლები აიღეს, გიგა კოდუამ (60კგ) კი - ბრინჯაო.


რიგით 39-ე მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ბუდაპეშტში 11 სექტემბერს დასრულდება. ჩემპიონატში 45 ქვეყნიდან დაახლოებით 1200 მკლავჭიდელი მონაწილეობს.


 

წყარო http://reginfo.ge

big_banner
არქივი