logo_geo
მანუჩარ მარკოიშვილი: ზაზა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთის ისტორია შეცვალა
- +

7 სექტემბერი. 2017. 23:32



საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის მანუჩარ მარკოიშვილის შეფასებით, ზაზა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთის ისტორია შეცვალა. ეს განცხადება მანუჩარ მარკოიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა.


„ზაზას გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, ის გამორჩეული სპორტსმენია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ისტორია შეცვალა. მან ახალი საზღვრები დააწესა, რომლის გადალახვაც ყველა თაობის კალათბურთელს ალბათ გაუჭირდება. ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ჩვენ ნაკრებთანაც. ისრაელში ჩვენ მისი ნაკრებიდან წასვლაზე არ გვისაუბრია, დღეს დილას „ფეისბუქით" გავიგე ", - განაცხადა მარკოიშვილმა.











 

big_banner
არქივი