logo_geo
გიორგი პაპუნაშვილი: „სარაგოსაში“ ძალიან ბედნიერი ვარ
- +

27 სექტემბერი. 2017. 00:50


გიორგი პაპუნაშვილი ამ ზაფხულს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდ „სარაგოსაში" გადავიდა. ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბში ერთხელ ვიხილეთ ძირითადში - „ლუგოსთან" თასის მატჩში, რომელსაც გოლიც გაუტანა. სხვა შემთხვევებში გიორგი სათადარიგო შემადგენლობაშია ხოლმე და თამაშებში შეცვლაზე ერთვება.


- რამდენიმე თვე გავიდა, რაც ესპანეთში გადახვედი. როგორ შეაფასებდი შენს ტრანსფერს ამ ეტაპზე?

 

- ძალიან ბედნიერი ვარ ახალ გუნდში. როგორც ახსენე, რამდენიმე თვეა ჩამოვედი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადაპტაციას გავდივარ. ვეჩვევი ყველაფერს ახალს. ასე რომ, ამაზე სანერვიულო არაფერია. ვფიქრობ იმაზე, თუ რისი დახვეწა მჭირდება...


- რა განსხვავებაა "ვერდერსა" და "სარაგოსას" შორის? ფიქრობ, რომ ესპანურ ფეხბურთში თავს დაიმკვიდრებ?

 

- "ვერდერი" წარსულია, რაც უკვე დამთავრდა, ხოლო რაც დღეს ჩემს თავს ხდება, ძალიან მაბედნიერებს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ "სარაგოსაში" ადგილსაც დავიმკვიდრებ.


- ესპანეთში სირთულეები თუ შეგექმნა?

 

- სირთულე ენის ბარიერია.

 

- რა მიზანი აქვს გუნდს და რა მიზანი გაქვს შენ?

 

- წელს "სარაგოსას" მიზანი პრიმერა დივიზიონში დაბრუნებაა. ასე რომ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

 

- რაც შეეხება ნაკრებს?

 

- ვფიქრობ, რომ შევძლებ ნაკრებში დაბრუნებას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი