იანვრიდან მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სიას ახალი ლიდერი ეყოლება.
მომდევნო თვიდან ლონდონის „ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ოსკარი ჩინურ კლუბ „შანხაი სიპგ" -ში ითამაშებს, მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი 400 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.
პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია კი ასე გამოიყურება:
1. ოსკარი (შანხაი სიპგ) - 400 ათასი კვირაში, წელიწადში 20.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
2. კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი) - 365 ათასი კვირაში, წელიწადში 19 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 365 ათასი კვირაში, წელიწადში 19 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
4. გარეთ ბეილი (რეალი) - 364 ათასი კვირაში, წელიწადში 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
5. ჰალკი (შანხაი სიპგ) - 317 ათასი კვირაში, წელიწადში 16.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
6. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) - 290 ათასი კვირაში, წელიწადში 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
7. ნეიმარი (ბარსელონა) - 289 ათასი კვირაში, წელიწადში 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
8. გრაციანო პელე (შანხაი ლუნენგი) - 260 ათასი კვირაში, წელიწადში 13.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
8. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 260 ათასი კვირაში, წელიწადში 13.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი;
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 250 ათასი კვირაში, წელიწადში 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი.