logo_geo
ვაჟა მარგველაშვილი: ჩემს გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ვუძღვნი
- +

30 მარტი. 2018. 20:45


 

ოლიმპიურ სასახლეში თბილისის ძიუდოს გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შედეგიანად იჭიდავა და 5 მედალი მოიპოვა. ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. -60 კილოში ქართული ფინალი გათამაშდა - შარშანდელი გრან პრის გამარჯვებულმა ლუხუმ ჩხვიმიანმა, ამჯერადაც იჩემპიონა და გადამწყვეტი შეხვედრა ამირან პაპინაშვილს დამატებით დროში ვაზარით მოუგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს, ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ, შესაბამისად უმსუბუქესი წონის საუკეთესო ოთხეული ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტდა.


-66 კგ-ში ბრინჯაოსთვის შეხვედრა, იპონით დათმო ლაშა გიუნაშვილმა უზბეკ შახრამ ახადოვთან, ხოლო ოქრო ვაჟა მარგველაშვილმა ოქრო დაისაკუთრა, მან ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარგინის დამატებით დროში გაფრთხილებით მოუგო. ქართველმა ძიუდოისტმა დღევანდელი გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.


გამარჯვებული სპორტსმენები კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ დააჯილდოვეს.


31 მარტს, ჩემპიონ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან; მედლებისთვის იჭიდავებენ 73 და 81 კილოში მონაწილე კაცები და 63 და 70 კილოში გამომსვლელი ქალები. წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკის დაპირისპირებები 16:00 საათზე დაიწყება.






 

big_banner
არქივი