logo_geo
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა
- +

31 მარტი. 2018. 18:07



ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ფრიდონ გიგანი დაამარცხა.


ქართველი ძიუდოისტები ფინალში ერთმანეთს უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ. თბილისის გრან პრის პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა.


ოქროს მედლისთვის 81 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი იჭიდავებს, რომელიც ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს ანრი ეგუტიძეს შეხვდება.




 

big_banner
არქივი