logo_geo
ლაშა ტალახაძე: ეს არის სტიმული, რომ მომავალში არაფერი დავიშურო ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის
- +

26 დეკემბერი. 2016. 23:07



ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძე, რომელიც 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა განაცხადა, რომ აღნიშნული გამარჯვება არის დიდი პატივი და სტიმული. მან ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს.


„მადლობა გულშემატკივრებს, მათი დამსახურებაა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენი გავხდი. ეს რა თქმა უნდა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა, არ დარჩა მგონი ნომინაცია სადაც არ დამაჯილდოვეს.  ეს არის დიდი პატივი და სტიმული, რომ მომავალში არაფერი დავიშურო ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის და შედეგების გაუმჯობესებისთვის",- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.


შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს სასტუმრო "ჰუალინგში" წლის საუკეთესო სპორტსმენები 9 ნომინაციაში გამოავლინეს.


 

big_banner
არქივი