logo_geo
წელს უიმბლდონზე 46 მილიონი გათამაშდება
- +

2 მაისი. 2018. 11:05

 

„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირის, უიმბლდონის საპრიზო ფონდი 46.57 მილიონ დოლარს (34 მილიონი გირვანქა სტერლინგი) გაუტოლდება. ეს 7.6 პროცენტით მეტია, ვიდრე გასულ სეზონში, – იტყობინება სააგენტო „როიტერი”.

 

მამაკაცთა და ქალთა ტურნირის გამარჯვებულები 2.25 მილიონ გირვანქას მიიღებენ.

 

უიმბლდონის საპრიზო ფონდი აღემატება ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ ფონდს (41.32 მილიონი დოლარი), მაგრამ ჩამოუვარდება „როლან გაროსს“, რომელიც ჩოგბურთელებს 47.18 მილიონ დოლარს დაურიგებს.

 

2018 წელს, უიმბლდონის ტურნირი 2-15 ივლისს გაიმართება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი