logo_geo
სტადიონზე ინციდენტის გამო „დინამო“ და „დილა“ დასაჯეს
- +

9 მაისი. 2018. 20:25

 

 

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩისშემდგომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბი დაისაჯა.

 

საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის მორიგი სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილება ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გაცნობის, ასევე კლუბების წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ გამოიტანეს.

 

თბილისური კლუბი ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო „დინამო“ 3 000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვით და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე კი გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის – 2 მატჩით და 500 ლარით. სასჯელი მასპინძელი გუნდის მიმართაც გამოიტანეს – „დილას“ 800 ლარის გადახდა მოუწევს.

 

 

big_banner
არქივი