logo_geo
ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების ორი ოქროს მედალი
- +

19 მაისი. 2018. 23:23

 

 

სერბეთში მიმდინარე ვლადან მიჰაილოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 85კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნოდარ კაკაბაძემ ატაცში 155 კგ, აკვრაში კი 186 კგ. დაძლია და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 341 კგ-ით ოქროს მედალს დაეუფლა.

 

შეჯიბრის ორგანიზატორებმა ნოდარ კაკაბაძე ტურნირის საუკეთესო ძალოსნადაც დაასახელეს.

 

მეორე ოქროს მედალი 77კგ-ში ირაკლი გაბრიჭიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცში 135 კგ. და აკვრაში 165 კგ. დაძლია.

 

გაბრიჭიძემ ორჭიდის ჯამში 300 კილოგრამი დააფიქსირა და ჩემპიონი გახდა.

 

სერბეთში ქართველი ძალოსნები მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით გამოდიოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი