logo_geo
ზიდანი „რეალიდან“ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო წავიდა
- +

1 ივნისი. 2018. 14:04

 

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

 

as.com-ის ინფორმაციით, 45 წლის ფრანგმა სპეციალისტმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო. კერძოდ კი, ზიდანს კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის მომავალი სურდა გაერკვია, რაც ვერ შეძლო.

 

ფრანგი სპეციალისტი ბილბაოს „ატლეტიკის“ მეკარის, კეპ არისაბალაგუს, ასევე, რობერტ ლევანდოვსკისა და ნეიმარის შეძენის წინააღმდეგიც იყო. „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ზიდანმა 31 მაისს დატოვა. მის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინო განიხილება.

 

შემდეგი სეზონიდან ზიდანი სამეფო კლუბში აღარ იმუშავებს. როგორც თავად ამბობს, გუნდს ახლა სხვა გარემო და ახალი მეთოდოლოგია სჭირდება.

 

ზინედინ ზიდანი - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი მოიგო. ზიდანი სამჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად (1998, 2000 და 2003 წლებში). იტალიური „იუვენტუსის“ და ესპანური „რეალის“ შემადგენლობაში მან 12 თასი მოიპოვა.

 

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ზიდანი მუდმივად მადრიდის „რეალის“ სტრუქტურებში მუშაობდა. 2016 წლის იანვარში ის კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ პოზიციაზე მან რაფაელ ბენიტესი შეცვალა.

 

„რეალი“, რომლის მთავარ მწვრთნელადაც მან ორნახევარი წელი იმუშავა, ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა. ასევე მისი ხელმძღვანელობით „რეალმა“ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერთასი, უეფა-ს ორი სუპერთასი და ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს კლუბურ ჩემპიონატში კლუბებს შორის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი