logo_geo
ვლადიმირ ვაისი: ვაკო გვილიას გაძევებამ გეგმები შეგვიცვალა
- +

2 ივნისი. 2018. 15:39

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მალტასთან ამხანაგური შეხვედრა მოიგო – 1:0. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, თუმცა გარკვეული მომენტების რეალიზება ვერ შეძლო.

 

„მეორე ნახევარში ვაკო გვილიას გაძევებამ ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს. 10 ფეხბურთელით მოგება ნებისმიერ გუნდთან რთულია, თუმცა ეს შევძელით და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100%-იანი პენალტით გავიტანეთ“, – ამბობს ვაისი.

 

ვაისმა ყურადღება გაამახვილა კიტეიშვილის თამაშზე და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს.

 

„გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. მარცხენა მცველის პოზიციაზე ლაშა დვალიც კარგი იყო, მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.

 

მალტა კარგი გუნდია, თუმცა მომდევნო შეხვედრაში უფრო რთული მეტოქე გვეყოლება – ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მით უმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება“, – განაცხადა ვაისმა.

 

ლუქსემბურგთან მატჩისთვის ნაკრებს კიდევ სამი ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძე - შეურთდება.

 

ტრავმების გამო, ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბული ვერ დაეხმარებიან. მათ საკლუბო მატჩების გამო, ავსტრიული შეკრება გამოტოვეს, შემდეგ კი ტრავმა მიიღეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი