logo_geo
ლევან გორგაძე: ჩემი 7 თვის შვილი პირველად დავიჭირე ხელში, ბედნიერი ვარ!
- +

5 ივნისი. 2018. 01:32

 

 

„ძალიან დიდი ემოციებით შემხვდნენ აეროპორტში. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა, ძალიან გახარებული ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი 7 თვეა, რაც დაიბადა და დღეს აეროპორტში პირველად დავიჭირე ხელში. ბედნიერი ვარ. დღეს კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ რაინდის წოდება მომანიჭეს, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. მომავალში, შევეცდები, რომ რაინდის წოდება ვატარო ისე, რომ იოკუძუნობამდე მივაღწიო“ , - ამის შესახებ,  იმპერატორის თასის მფლობელმა ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

 

შეგახსენებთ, აქართველოს პარლამენტს დღეს იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ეწვია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

 

ირაკლი კობახიძემ ლევან გორგაძეს, პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი