logo_geo
ლიოვის სენსაციური გადაწყვეტილება - გერმანიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია!
- +

7 ივნისი. 2018. 13:51

 

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ყველასათვის მოულოდნელად, ბუნდესგუნდის 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ლეროი სანე! მოლოდინისამებრ, განაცხადშია მანუელ ნოიერი, რომელიც მუნდიალზე მიემგზავრება და გერმანიის ნაკრების კარს სწორედ ის დაიცავს!

 

საერთო ჯამში, ლიოვი გერმანიაში 4 ფეხბურთელს ტოვებს. ესენი არიან: მეკარე ბერნდ ლენო, მცველი ჯონათან თაა, გარემარბი ლეროი სანე და თავდამსხმელი ნილს პეტერსენი.

 

ბუნდესმწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოთხივე ფეხბურთელს პირადად შეატყობინა. გერმანიის ნაკრების შეკრებას ოთხივე მათგანი დღესვე დატოვებს.

 

 

გერმანიას ლეროი სანე მუნდიალზე არ მიჰყავს

 

 

„დღეს დილას ოთხივე ფეხბურთელს პირადად ვესაუბრე. ვიცი, რომ ოთხივე ძალიან იმედგაცრუებულია, მაგრამ რას ვიზამთ - მუნდიალზე მხოლოდ 23 ფეხბურთელი უნდა წავიდეს,” - განაცხადა ლიოვმა პრესკონფერენციაზე.

 

სიიდან სანეს გვარის ამოშლამ მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცა. 22 წლის შემტევი „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, გერმანიის ნაკრების თავკაცს კი მუნდიალზე არ მიჰყავს.

 

აი, რა თქვა ლიოვმა სანეს შესახებ: „ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვიყავი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ან იულიან ბრანდტი უნდა წამეყვანა, ანაც ლეროი სანე. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა და საბოლოოდ, არჩევანი ბრანდტზე შევაჩერე. იულიან დრაქსლერს, მარკო როისს და თომას მიულერს თავიანთი ადგილები განაღდებული ჰქონდათ. ლეროი სანე, რა თქმა უნდა, უდიდესი ტალანტია - მას მომავალი წინ აქვს. ცხადია, სანე სექტემბრიდან ისევ შემოგვიერთდება“.

 

 

 

გერმანიის ნაკრების კარს მსოფლიოს ჩემპიონატზე მანუელ ნოიერი დაიცავს

 

 

ამრიგად, გერმანიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. თუ გერმანიის ნაკრების პირველ მატჩამდე (17 ივნისს, მექსიკის წინააღმდეგ) რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, ლიოვს მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე ერთი მოთამაშის ჩანაცვლება კიდევ შეუძლია - ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ფიფას ექიმი ტრავმას დაადასტურებს.

 

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალზე:

  1. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“)

 

  1. მარვინ პლატენჰარდტი („ჰერტა“)

 

  1. იონას ჰექტორი („კიოლნი“)

 

  1. მათიას გინტერი („გლადბახი“)

 

  1. მატს ჰუმელსი („ბაიერნი“)

 

  1. სამი ხედირა („იუვენტუსი“)

 

  1. იულიან დრაქსლერი („პსჟ“)

 

  1. ტონი კროოსი („რეალი“)

 

  1. ტიმო ვერნერი („ლაიპციგი“)

 

  1. მესუთ იოზილი („არსენალი“)

 

  1. მარკო როისი („დორტმუნდი“)

 

  1. კევინ ტრაპი („პსჟ“)

 

  1. თომას მიულერი („ბაიერნი“)

 

  1. ლეონ გორეტცკა („შალკე“)

 

  1. ნიკლას ზიულე („ბაიერნი“)

 

  1. ანტონიო რიუდიგერი („ჩელსი“)

 

  1. ჯერომ ბოატენგი („ბაიერნი“)

 

  1. ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“)

 

  1. სებასტიან რუდი („ბაიერნი“)

 

  1. იულიან ბრანდტი („ლევერკუზენი“)

 

  1. ილქაი გიუნდოგანი („მანჩესტერ სიტი“)

 

  1. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)

 

  1. მარიო გომესი („შტუტგარტი“)

 

 

 

 

წყარო - popsport.com

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი