logo_geo
დღეს ზაზა დარასელის მე-18 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში იწყება
- +

15 ივნისი. 2018. 12:08

 

დღეს, 15 ივნისს, 17 საათზე, სპორტულ კომპლექს „არენაში“, სტარტს აიღებს ზაზა დარასელის მე-18 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში.

 

ნიჭიერი ჟურნალისტი და მწერალი, ჩინებული სპორტსმენი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცი 2001 წელს, უკურნებელი სენით გარდაიცვალა. მას შემდეგ, ზაზას ხსოვნის ტურნირი სისტემატურად ტარდება და მასში, ძირითადად, ჟურნალისტები მონაწილეობენ.

 

სხვადასხვა დროს, „ზაზას თასი“ მოპოვებული აქვს მეორე არხის, საპატრიარქოს ტელევიზიის - „ერთსულოვნების“, პირველი არხისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გუნდებს. 2013 წელს ტურნირში მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გუნდმა გაიმარჯვა.

 

ორგანიზატორები მადლიერებას გამოხატავენ შპს „ტოიოტა-კავკასიისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელებისადმი, ბატონების მიცურო კონიშისა და ვასილ მაღლაფერიძისადმი, რომელთა დახმარებითაც ტარდება წლევანდელი ტურნირი. ფინალური მატჩი 20 ივნისს, 15 საათზე გაიმართება.

 

ტურნირში მონაწილეობენ ტელეკომპანიები:

 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“;

„იმედი“;

„იბერია“;

„სილქნეტის“ სპორტული არხი

„აფხაზეთი“;

„ტოიოტა-კავკასია“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი