logo_geo
საუდის არაბეთის ნაკრებს წაგების გამო დასჯიან
- +

15 ივნისი. 2018. 13:02

 

საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი რუსეთთან წაგებული მატჩის გამო დაისჯება.

 

ამის შესახებ ტურკის სამეფოს სპორტის სამმართველოს თავმჯდომარემ ალ შეიხმა განაცხადა.

 

„ნაკრების წევრებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. სამი წლის განმავლობაში მათ ხარჯებს ვფარავდით, საუკეთესი მწვრთნელები დავუქირავეთ, მათ კი 5%-იც არ გააკეთეს იმის, რასაც მათგან ველოდით. ეს რეალობა უნდა მივიღოთ, ასეთია მათი შესაძლებლობები“, - აღნიშნა შეიხმა.

 

ამასთანავე, მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს და აღნიშნავს, რომ ნაკრების მეკარე, თავდამსხმელი და მცველი დაისჯებიან.

 

14 ივნისს 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში პირველი მატჩი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის შედგა.

 

რუსეთმა საუდის არაბეთი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი